რუსული აგრესიის შედეგები
კრემლი უკრაინას მოსკოვზე თავდასხმაში ადანაშაულებს, თავად კი შიმშილის თამაშებს განაგრძობს. რუსეთმა ამჯერად მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებს შეუტია, სადაც მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მოსკოვი უკრაინის ისტორიულ და რელიგიურ ნაგებობებსაც ანადგურებს. რუსული იერიშების შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა ოდესის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი.
