ჩინელი დიპლომატის გზავნილი
ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან ურთიერთობაში ჰენრი კისინჯერის დიპლომატიური სიბრძნე და ნიქსონის სტილის პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება. ასეთი კომენტარი გააკეთა ყოფილ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს ვანგ იმ. ჩინეთის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის ხელმძღვანელმა 100 წლის ჰენრი კისინჯერთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტეში სტაბილურობისთვის შეერთებულმა შტატებმა ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ ქმედებებთან დისტანცია უნდა შეინარჩუნოს. ჰენრი კისინჯერი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს იკავებდა, ჩინეთს 19 ივლისს ესტუმრა.
