პრემიერის ვიზიტი ხორვატიაში
ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს განცხადება ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ანდრეი პლენკოვიჩმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და თქვამ რომ საქართველო ასრულებს 12 პუნქტიან ვალდებულებებს. ხორვატიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს ექნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
