ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა
ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამას პარტნიორობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკები უწევენ. საუბარია დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსზე. პროგრამის ბენეფიციარი 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტია.
