მთაწმინდის პარკი 85 წლისაა
მთაწმინდის პარკი 85 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ყველა ატრაქციონზე 50 % ფასდაკლება იმოქმედებს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. 18 საათიდან პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება გასართობი და სახალისო ღონისძიებები. 20 საათზე კი კონცერტი დაიწყება, რომელშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
