თაღლითური სქემა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე, სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს საპატიმრო გირაო შეუფარდა. საქმე ეხება მოტყუებით მიღებულ 221 725 ლარს. ბრალდებულები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. შემდეგ კი დაზარალებულებს მიწის სხვა ნაკვეთებს აჩვენებდნენ და ხელშეკრულებებს აფორმებდნენ.
