ევაკუაცია კუნძულ როდოსზე
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ხანძრის გამო, 19 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. დახიანდა კუნძულის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.
