"დასავლეთმა იცოდა, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მზად არ იყო"
„უოლ სტრით ჯორნალის” სტატიის მიხედვით, დასავლეთმა თავიდანვე იცოდა, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მზად არ იყო. ნათქვამია, რომ კონტრშეტევისთვის უკრაინელები სათანადოდ მომზადებულები არ იყვნენ და არც საჭირო შეიარაღება ჰქონდათ, თუმცა დასავლეთმა ფსონი უკრაინელების სიმამაცეზე დადო. საჰაერო თავდაცვისა და საზენიტო სისტემების სიმცირემ კი რუსეთს საჰაერო სივრცეში დომინირების საშუალება მისცა, რამაც წარმატებული კონტრშეტევა შეუძლებელი გახადა.
