ისრაელის პოლიციამ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა
ისინი მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდნენ. გაიმართა კონტრაქციაც. გვიან ღამით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერმა, რომელსაც გუშინ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძობს და დაგეგმილ კენჭისყრას დაესწრება.
