„ქართული თეატრის ამბავი, ანუ...“ - ცნობილი და უცნობი ამბები ქართული თეატრის ისტორიიიდან
ცნობილი და უცნობი ამბები ქართული თეატრის ისტორიიიდან ამჯერად ბათუმში. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე კოლეგებთან, მსახიობებთან და ხელოვანების გუნდთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე და სცენაზე ის ისტორიები გააცოცხლა, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. ეს არის ქართული თეატრის დაარსების პირველი წლები, ქრონოლოგიურად სამეფო კარის თეატრიდან მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით. რა გზა გაიარა თეატრმა თავისი ექსპერიმენტული დადგმებით, ალტერნატიული დასებით, კრიტიკოსთა რეცენზიებით და ტრაგიკული ისტორიებით. ყველა ეს ამბავი, ჯამში ასამდე ისტორია, პროექტის ავტორებმა ერთ წარმოდგენაში გააერთიანეს და მუსიკით, ქორეოგრაფიით, იმ პერიოდის სასცენო კოსტიუმებით სცენაზე გააცოცხლეს. „ქართული თეატრის ამბავი, ანუ...“ მაყურებელს ბათუმის შემდეგ ქუთაისში ელოდება.
