საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი
გურჯაანში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან. ჟიურიმ საუკეთესო ქართველ სპიკერად დეა ვეფხვაძე დაასახელა. საუკეთესო ევროპელი სპიკერი კი ლიეტუვას წარმომადგენელი გახდა. პროექტი პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა. ფორუმის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება და გამოცდილების გაზიარება.
