საპარლამენტო არჩევნები ესპანეთში
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა კონგრესის 350 წევრს და 208 სენატორს ირჩევს. წინასწარმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ „მმართველ სოციალისტების“ პარტიას რეიტინგით კონსერვატიული „სახალხო პარტია“ უსწრებს. კონსერვატორთა ლიდერს სურს გააუქმოს სოციალისტების მრავალი რეფორმა, თუმცა ამისთვის სავარაუდოდ ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ მხარდაჭერა დასჭირდება. სოციალისტთა ლიდერი პედრო სანჩესი კი, რომელიც პრემიერ მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, იმედოვნებს, რომ მისი მთავრობის სოციალური რეფორმები, კრიზისებისა და ეკონომიკის მართვა დაარწმუნებს ამომრჩევლებს, ის თანამდებობაზე დატოვონ.
