ისრაელში პროტესტი გრძელდება
ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა ათობით ათასმა ადამიანმა იერუსალიმში პარლამენტის შენობასთან გააპროტესტა. რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის სხვა ქალაქებშიც. თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, დღეს ქნესეთში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, გააუქმოს მის მიერ „არაგონივრულად“ მიჩნეული მთავრობის გადაწყვეტილებები. პარლამენტში მისვლას დღეს პრემიერი ნეთანია ჰუც აპირებს, რომელსაც გვიან ღამით კარდიო სტიმულატორი ჩაუდგეს.
