ოკუპანტების იერიში უკრაინაში
რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ოდესისა და ხარკოვის დასახლებული რაიონები გახდა. ოდესაში სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. დაზიანებულია საკათედრო ტაძარი. ხარკოვში, კი რუსებმა კუპიანსკისა და დვურეჩ ნაიას რაიონები დაბომბეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
