რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი
ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეორედ ტარდება. წელს, ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ასევე ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებსა და იმპორტიორებს, ასევე ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს.
