ხანძარი საბერძნეთში
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. სანაპირო დაცვის ხომალდებითა და 30-ზე მეტი კერძო ნავით კუნძულის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროებიდან 2 000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ევაკუირებულთა შორის ტურისტებიც არიან. ტყის ხანძარს კუნძულზე უკვე 5 დღეა, ებრძვიან. ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებს.