ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები
ოზურგეთის დრამატულ თეატრში, პოეტ, პაატა ბართოლომეო მახარაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საკონკურსო თემა, „მე ვიმღერებ, შენ აშენე“ პოეტის ერთ-ერთი ლექსის ფრაზაა, რომელზეც კონკურსანტებმა ლექსები და ესეები შექმნეს. ლიტერატურული კონკურსი გურიის მასშტაბით ჩატარდა და მასში 60-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. საუკეთესო ლექსებისა და ესეების გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაშიც. დაჯილდოების ცერემონია ოზურგეთის დრამატულ თეატრში ჩატარდა, რომელსაც პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
