„მწვანე ბიუჯეტი“ ზუგდიდში
ზუგდიდში პროექტი „მწვანე ბიუჯეტი“ ხორციელდება, რაც ქუჩებისა და უბნების გამწვანებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მერიამ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 20 აგვისტოს ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მუნიციპალიტეტი კი, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95%-ით.
