„მთის დღეები“ ბახმაროში
„მთის დღეები“ ბახმაროში კოცონთან მოყოლილი მთის ისტორიებითა და სიმღერებით დასრულდა. მანამდე იყო გალაკონცერტი. ღონისძიებები კი მთელო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიმართა ტრადიციული დოღი, კულინარიული მასტერკლასები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. „მთის დღეები“ მეორე წელია პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
