თავდასხმა მექსიკაში
მექსიკაში თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი სან ლუის რიო კოლორადოში მოხდა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთ ბარს ახალგაზრდა კაცმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, რის შედეგადაც შენობას ხანძარი გაუჩნდა. მანამდე ნასვამი ახალგაზრდა ბარიდან ჩხუბის ატეხვის გამო გააძევეს.
