NATO-უკრაინის საბჭოს მოწვევის ინიციატივა
შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი NATO უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, საბჭოს სხდომა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება.
