ტრამპის სასამართლო 20 მაისს ჩაინიშნა
საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი წლის 20 მაისს ჩაინიშნა. თავად ყოფილ პრეზიდენტს, სასამართლოს გამართვა 2024 წლის არჩევნების შემდეგ სურდა, ამის იუხედავად გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვები საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში დაიწყება. პროკურორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარალაგოს რეზიდენციაში. ტრამპი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სასამართლო პროცესი მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად
