რუსეთში პუტინის კრიტიკოსი ბლოგერი დააკავეს
რუსეთში პუტინის კრიტიკოსი ბლოგერი დააკავეს. იგორ გირკინს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იგორ სტრელკოვი, უკრაინაში ომის მომხრეა, თუმცა სამხედრო ბლოგერი აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ომში სტრატეგიის გამო. მას ბრალი ექსტრემიზმში დასდეს და 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. იგორ გირკი იყო ერთ-ერთი იმ სამი ადამიანიდან, ვინც ნიდერლანდების სასამართლომ გასული წლის ნოემბერში დაუსწრებლად გაასამართლა მკვლელობისთვის და 2014 წელს სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობისთვის, რომელმაც ჩამოაგდო მალაიზიის ავია ხაზების სამგზავრო თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში
