რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება
