საგარეო საქმეთა მინისტრმა პორტუგალიაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პორტუგალიაში ვიზიტი დაასრულა. ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრუელებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრებზე განიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა საქართველოს მიერ ევრო კომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ლისაბონში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა
