ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის ფოტოგამოფენა გაიმართა
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენა მის 80-ი წლის იუბილეს მიეძღვნა. ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა.
