ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს
გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. საგამოძიებო უწყებამ დიდი ბრიტანეთის კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით უკვე მიმართა.
