დედაქალაქის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა
დედაქალაქის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დამატებითი თანხების მობილიზებაზე მერიას თანხმობა თბილისის საკრებულომ მისცა. გაზრდილი ბიუჯეტით მერიის მიერ დაანონსებული, ჯანდაცვის ახალი პროგრამა, ენდოპროთეზირება დაფინანსდება.
