გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს
გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. საგამოძიებო უწყებამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
