დევნილებისთვის გადასაცემი ქონება
მთავრობის განკარგულებით 367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. დევნილებისთვის გადასაცემი ქონება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია აღრიცხული.
