ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე გაერთიანებასა და საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ
ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე გაერთიანებასა და საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, თუმცა ერთობლივი ბრიფინგი ისე დაგეგმეს, რომ მელია და მისი თანამოაზრეები არ მიიწვიეს. მათ შორის არის ბაჩო დოლიძეც, რომელიც ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იყო პარტიებს 2024 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ებრძოლათ.
