სვანეთში მეორე დღეა ლაშქრობის ფესტივალი ჰაილენდერი სვანეთი საქართველო ტარდება
სვანეთში მეორე დღეა ლაშქრობის ფესტივალი ჰაილენდერი სვანეთი საქართველო ტარდება. ფესტივალში 10 ქვეყნის 165 მოლაშქრე მონაწილეობს . საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი სვანეთში, მეორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორობით იმართება, ღონისძიების მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია.
