უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს მკაცრად გმობს გაერო
უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს მკაცრად გმობს გაერო და აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის გავლენა მნიშვნელოვნად სცდება უკრაინის ფარგლებს. ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელით განცხადება ანტონიო გუტერეშის პრეს სპიკერმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება შეიძლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს.
