"ბარბის" მსოფლიო პრემიერა
დღეს და ხვალ ბარბის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. გრეტა გერვიგის სურათში, ყველაზე პოპულარული თოჯინა განსხვავებული კუთხით წარმოჩინდება, ის ვარდისფერი, იდეალური სამყაროდან, საკუთარი თავისა და მნიშვნელობის დასადგენად, რეალურ ცხოვრებაში მოგზაურობას იწყებს. კინოსურათში, რომელიც სათავგადასავლო რომანტიკული კომედიისა და ფენტეზის ჟანრებს აერთიანებს, ბარბისა და მისი შეყვარებულის როლებს, მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
