ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები დღეს დაკრძალეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები, დღეს დაკრძალეს. დაღუპულთაგან ერთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით , ხოლო დანარჩენები , ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახებს, დღეს სამძიმარი გამოუცხადეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა.
