მარკ მილის განცხადება
ამერიკის გაერთიანებული გენშტაბის უფროსი, გენერლი მარკ მილი, რომელზეც პრემიერ მინისტრმა ისაუბრა, აცხადებს, რომ ომი იქნება ხანგრძლივი, რთული და სისხლიანი. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთში მომხდარი ხანმოკლე ამბოხის შემდეგ, პუტინის არმია და სამხედრო ხელმძღვანელობა, სტრატეგიულ დონეზე დაბნეულია. გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთს აქვს სერიოზული ლოგისტიკური პრობლემებიც და მნიშვნელოვანი დანაკარგი ბრძოლის ველზე.
