არახამიას შეტევა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე
პრემიერის განცხადებას, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, მალევე გამოეხმაურა დავით არახამია. არახამია ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ ვინმე საქართველოს ევროინტგერაციის პროცესს აფერხებს, ეს დღევანდელი ხელისუფლებაა. არახამიას ამ განცხადებას კი, დღეს უკვე ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის შეფასება მოჰყვა . კუბილიუსი პრემიერის განცხადებას სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს .
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
