გამოძალვის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
პოლიციამ იმერეთში ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე სამი ადამიანი, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები დააკავა . მათ შორის არიან მეტსახელად „გრიშიჩი“ და „თეოფილიჩი“. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ბრალდებულები 1997 წელს დაბადებულ მამაკაცისგან მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში კი , ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
