რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმის გარშემო პროკურატურამ კონკრეტული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისა და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
