სამოქალაქო პანაშვილი
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ადამიანებს დღეს დაკრძალავენ. დაღუპულთაგან ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, ხოლო დანარჩენებს , ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. მანამდე სამების საკათედრო ტაძარში უკვე მეორე დღეა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულთა ოჯახებს დღეს სამძიმარი გამოუცხადეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა.
