ერაყში, შვედეთის საელჩოს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს
საპროტესტო აქცია ბაღდადში გამთენიისას დაიწყო. ასობით ერაყელი საელჩოსთან მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმში ერაყის საელჩოსთან მიტინგის გამართვის უფლება გასცა, რომელშიც სულ ორი ადამიანი გეგმავდა მონაწილეობას და მათგან ერთი, ის მამაკაცი იყო, რომელმაც ივნისში, სტოკჰპოლმის მეჩეთის წინ, ყურანი დაწვა.
