პენტაგონის დახმარება უკრაინას
პენტაგონმა უკრაინისთვის მილიარდ 300 მილიონიანი დახმარების გამოყოფა დაადასტურა. პაკეტში ძირითადად, შედის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და საავიაციო საბრძოლო მასალა. ასევე, ნახსენებია ადრე გამოცხადებული დრონები და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები.
