სასტუმრო „ოაზისის“ ადვოკატის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო
სასტუმრო „ოაზისის“ ადვოკატის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო. როგორც კახა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს. სასტუმრო „ოაზისში“ გარდაცვლილ მცირეწლოვანთან დაკავშირებით, დილიდან სამართალდამცველები სასტუმროს თანამშრომლებსა და თვითმხილველებს კითხავენ.
