ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
მოულოდნელი გადაწყვეტილება - ბელგიის გენერალურმა კომისარმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. მიზეზი განმარტებული არ არის. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ანუ თავად ამ ქვეყნის მთავრობაში კომისრის გადაწყვეტილება გაუგებრობის მიზეზი გახდა. ოფიციალური თბილისის მოლოდინია, რომ ბრიუსელი ვითარებაში გაერკვევა და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს კვლავ დაიბრუნებს. ქართული ოპოზიციის წარმოამდგენლებისთვის, ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდა, პოპულისტური განცხადებები გაეკეთებინათ
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
