პუტინის „შიმშილის თამაშები“
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს კვლავ სურსათის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ მოსკოვი მილიონობით ადამიანის შიმშილზე იქნება პასუხისმგებელი. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი აღარ გააგრძელებს შეთანხმებას, რომლითაც უკრაინის პორტებიდან მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების მიმართულებით მარცვლეული უსაფრთხოდ გადაჰქონდათ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
