„რა მიიღო (და რა ვერ მიიღო) უკრაინამ ვილნიუსში“
ვინ იყენებს უკრაინას ვაჭრობისთვის გლობალური პოლიტიკის კონტექსტში? ასეთი თამაშის ნიშნებზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი საუბრობს. რა მიიღო და რა ვერ მიიღო უკრაინამ ვილნიუსის ნატოს სამიტზე, ამაზე რიკარდ იოზვიაკი პუბლიკაციასაც აქვეყნებს. ის მიჩნევს, რომ დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ომი სწორედ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა ნეიტრალური გახდება და ნატოს არ შეუერთდება. იოზვიაკი იმასაც ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინული საკითხი კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ სჭირდება. „ქრონიკასთან“ საუბარში იოზვიაკი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივებსაც შეეხო
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
