უზბეკეთის პრემიერის ვიზიტი დასრულდა
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის 2-დღიანი ვიზიტი დასრულდა. დღეს აბდულა არიპოვს ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში უმასპინძლა, სადაც ოფიციალური სადილი გაიმართა. მიღებაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. დღესვე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციას ეკონოიკის მინისტრმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანა უკვე დატოვა, ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა
