ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა იწყება. პროექტში 60-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორების ჩართულობით, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული სტარტაპების გარშემო, მოამზადებენ ინოვაციური პროექტების მოდელებს და, უკვე ფინალურ ეტაპზე, საბოლოო პროექტებს გააცნობენ ჟიურის. გამარჯვებული გუნდებისთვის სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაა გათვალისწინებული
