წალენჯიხის მერის წაგებული დავა
წალენჯიხის მერსა და საბავშო ბაღების ყოფილ თანამშრომლებს შორის მიმდინარე სამართლებრივი დავა მასწავლებელთა გამარჯვებით დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19-ივე პედაგოგი სამსახურში უნდა დაბრუნდეს და განაცდური აუნაზღაურდეს. მოსამართლემ წალენჯიხის მერიის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა. პედაგოგები აცხადებენ, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამსახურიდან ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან წალენჯიხის მერიაში, ისინი სამართლო დავის გაგრძელებას გეგმავენ
