ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის შეხვედრა
ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს აწვდის ინფორმაციას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ნაბიჯებზე. შეხვედრაში სხვადახვა უწყების მონაწილეობით, ქართული მხარის მიზანია ევროპულმა სტრუქტურებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრაზე და ქართული მხარის მოლოდინზე ქრონიკასთან კომენტარი ბრიუსელში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა
